LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან სამი თანამშრომელი დაინფიცირდა

205
Capture

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შეთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვა 881-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, სამივე ახალი ინფიცირებული რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია.

“სამედიცინო პერსონალიდან 4-ს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. გუშინ მოხდა პირველი შემთხვევა და დღეს კიდევ 3 დაემატა. ჩვენ მუდმივად ვატარებდით გეგმიურად PCR ტესტირებას მთელი პერსონალის. ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გატესტილი გვყავდა და ყველა ნეგატიური იყო. ახლა თავიდან დავიწყეთ და გავტესტავთ მედპერსონალს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება”, – განაცხადა გოფოძემ.

ლევან გოფოძემ ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირებული მედიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე  სტაბილურია. ჯერჯერობით უცნობია მათი ინფიცირების წყარო.

“წყაროს თქმა ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო დერეფნის დამლაგებელი და მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ საიდან მოვიდა, ამის ძებნა ჩვენთვის ძალიან ძნელია. ამაზე NCDC მუშაობს, იკვლევს მათ კონტაქტებს და შემდგომში კონტაქტების შემოწმების შემდგომ ვნახავთ, საიდან მოხდა დაინფიცირება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლები სიმპტომები აქვთ. ერთადერთი, პირველად ვისაც დაუდასტურდა, მას ჰქონდა ცხელება 37.2, დანარჩენებს ცხელებაც არ უფიქსირდებათ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ისინი ჩვენთან დაკვირვების ქვეშ იქნებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოკვლეული კლინიკაში მომუშავე მედპერსონალი, თავისი ადმინისტრაციის ჩათვლით, ამის შემდგომ გვეცოდინება, რა კონდიციაშია ჩვენი სტაფი”, – აცხადებს გოფოძე.

შეგახსენებთ, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენოაბა 694-ია.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 3213, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 303 ადამიანი იმყოფება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ სამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები