LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესიაშვილი: გავაკეთებ განცხადებას, რომლის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა”დასაცინი გახდება

37

ირაკლი სესიაშვილი გეგმავს, გააკეთოს განცხადება, რომლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დასაცინი გახდება“.

ამასთან, თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მისი შვილის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადებას დღეს 12 საათზე შეიტანს.

„გამორჩეული შვილია და მე მეამაყება. მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვიც კი ჩემთვის სასაცილოა“, – განაცხადა სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები