LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BABY Expo – საბავშვო პროდუქცია ფასდაკლებით გაიყიდება

82

თბილისში BABY Expo , ანუ საბავშვო გამოფენა–გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” 28 აპრლიდან 30 აპრილის  ჩათვლით ჩატარდება.

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, უშუალოდ წარმომადგენლებისა და მწარმოებლებისგან შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია სპეციალური ფასდაკლებით და მიიღონ კომპეტენტური კონსულტაციები.

მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება როგორც პატარებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.

როგორც BABY Expo -ს ორგანიზატორები ამბობენ, გამოფენაში მონაწილეობენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. BABY Expo მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან თემატიკას, რომელიც აუცილებელია 0-დან 14 წლამდე ბავშვის მოვლისა და განვითარებისთვის:

  • ბავშვთა კვების, ჯანდაცვის, ჰიგიენისა და მოვლის ნივთების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ;
  • საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ;
  • საბავშვო სათამაშოების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები .

ცნობისთვის, BABY Expo  – საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები