“სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო” თბილისის მერიასთან დაკავშირებით ახალ კვლევას ასაჯაროებს.
პარტიის ცნობით, მერიის ბალანსზე 287 ავტომობილია, აქედან 48 მანქანა მხოლოდ მერს, მის მოადგილეებს და ადმინისტრაციას ემსახურება.
“დედაქალაქის მერიის ბალანსზე 287 ავტომობიალია. ეს 287 ავტომობილი მხოლოდ მერიის ადმინისტრაციას, საქალაქო სამსახურებს და რაიონულ გამგეობებს ემსახურება. 48 ავტომბილია გამოყოფილი მარტო მერის, მის მოადგილეებისა და ადმინისტრაციისთვის. 12 საქალაქო სამსახურს 131, ხოლო რაიონულ გამგეობებს და გამგებლებს ჯამში 108 ავტომობილი . მერის ადმინისტრაციაში ოფიციალურად 6 თანამდებობის პირს ჰყავს პერსონალური ავტომობილი 40 “ოპერატოულია” და ერთიც სამსახურეობრივი. არანორმალურად ბერვია ეს რაოდენობა. არ დაგვავიწყდეს ამ ავტომობილების საწვავსაც ბიუჯეტიდან ვყიდულობთ და მათი დაზღვევის ფულსაც ჩვენ ვიხდით. 287 ავტომობილი ერთად აღებული არ ემსახურება ლონდონს , ბუდაპეშტს და პრაღის მუნიციპალიტეტებს.” – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ხაბეიშვილმა.