LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყნებში, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა“

237
3333

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, რომ ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით ცოტა ხანი დალოდება ურჩიეს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს გონივრული და გაზომილი.

„საქართველო დღეს კრიზისის მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ბევრმა ქვეყანამ საქართველო, როგორც ერთ-ერთ პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყნად გამოაცხადა. მთავრობა აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თავად ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დავლოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

გახარიას თქმით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კორონვირუსი არსად წასულა და მაქსიმალური სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ.

„მოგეხსენებათ, რომ ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ: თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები