საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.
მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.