შოტლანდიელი პოლიტიკოსი ცხვარს დაუპირისპირდა. გამოცემა „Daily Mirror”-ის ცნობით, შოტლანდია 4 მაისისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება და დემოკრატების ლიდერი უილიამ რენიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული. პოლიტიკოსი ამომრჩეველთან შესახვედრად სხვადასხვა რეგიონებს აკითხავს და რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ფერმას ესტუმრა. ადგილზე მისულმა წყვილჩლიქოსნები აღმოაჩინა და გადაწყვიტა, რომ ხუმრობით ერთ-ერთ ცხვარს შებრძოლებოდა. ბუნებრივია, რომ ეს ფაქტი ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ და მათ მიერ გადაღებულმა კადრებმა მთელი ინტერნეტ სივრცე მოიარა. აღსანიშნავია, რომ ცხვრებისა და რენის მეგობრობა ახალი ნამდვილად არ არის და პოლიტიკოსმა მათთან 2015 წლის არჩევნების წინაც იპოზიორა.