თინა მახარაძე განმარტავს, რომ “ჩემი ცოლის დაქალები” არ დაუტოვებია. რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის სერიალში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რადგან უცხოეთში სასწავლებელში გამგზავრებას აპირებს.
როგორც თინა წერს:
“ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს ჩცდ დავტოვე. “როგორც მსახიობმა განმარტა, ამის მიზეზი ისაა, რომ სამწლიან მაგისტრატურაში მიიღეს”. – ამ სტილში.
ერთადერთი, რის განმარტვასაც ვაპირებ ახლა, ვინაიდან მანამდე მათთვის არაფერი განმიმარტავს, არის ის, რომ: ჩცდ არ დამიტოვებია, რადგან ეს სეზონი ზაფხულში მორჩება და მე სწავლა სექტემბერში მეწყება. საერთოდ სასწავლო წელი, ესე უცნაურად, შემოდგომაზე იწყება ხოლმე”.