LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს სივრცე წაიღო პრეზიდენტმა ალიევმა და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა” – ნათელაშვილი გარეჯზე

138
BeFunky-collage (5)

“პირველად, 14 საუკუნის განმავლობაში, წელს ვერ შევძელით, აღგვენიშნა გარეჯობა და ჩავსულიყავით აღდგომის მონასტერში, ამ უდიდესი ძეგლის მთავარ მონაკვეთებზე, ეს იურიდიულად შეთანხმებული სივრცე წაიღეს პრეზიდენტმა ალიევმა და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა, სახეზეა ანექსია, ოკუპაცია, აგრესია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით გარეჯზე საუბრისას განაცხადა.

ნათელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისტორიული ტერიტორია აზერბაიჯანს დაუთმო და მეტიც, ეთნიკური შუღლის გაღვივების მუხლით გამოძიება დაიწყო. “ლეიბორისტების” ლიდერი ამბობს, რომ ახლა ყველას, ვინც კი ამ თემაზე რამეს იტყვის, პატიმრობა ემუქრება.

“ჩვენ მოვიპოვეთ შეთანხმება ხელმოწერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის 13 ივნისი, 1996 წელი, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანი აღიარებს, რომ ჩიჩხიტური, აღდგომის მონასტერი და ეს მონაკვეთები, რაც ახლა წაიღეს, არის საქართველოს ტერიტორია. ასეთი დოკუმენტები ხელში აქვს ხელისუფლებას, აი ასეთი ურყევი იურიდიული ფაქტები და ასე ლაჩრულად, ასე ჩუმად, ასე სამარცხვინოდ იქცევა. კიდევ აქეთ გვემუქრება ციხეში დაჭერით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის თქმით,  ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისათვის დაიწყება, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაცია სუს-ის ფეისბუქ გვერდზე 30 მაისს გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

სავარაუდოდ, სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში იკითხება ამ წუთებში სუს-ში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგ ასადოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები