მელანია ტრამპი საკუთარ თავს არ ღალატობს და ისევ ელეგანტურ სტილს, ქალურ სილუეტს და მაღალ ქუსლებს ანიჭებს უპირატესობას. 50 წლის პირველ ლედის ძალიან არ უყვარს ექსპერიმენტები, კარგად იცის რა უხდება და ყოველეთვის სტატუსის შესაბამისად გამოიყურება. მართალია, ტრამპს ნაკლებად აკრიტიკებენ ჟურნალისტები, მაგრამ ხშირად აღნიშნავენ მის ძვირადღირებულ მოდელებს, თუმცა მელანიას მათი აზრი ნაკლებად აინტერესებს, რადგან არასდროს ჰქონია პრეტენზია „სახალხო გმირის“ წოდებაზე.
ახალი კოლექცია შეარჩია მისის ტრამპმა ზაფხულისთვისაც, თუმცა ფერად კაბებს წელზე მომდგარი ქამრით, თეთრ კოსტუმებს და საყვარელ ჯინსებს მაინც ვერ აუარა გვერდი, რითაც კლასიკური საქმიანი სტილის მოყვარულთა პატივისცემა დაიმსახურა.