LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშემოსავლო გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდეს დასაქმებული და არა კომპანია – ბექა ნაცვლიშვილი

363
1546946537 (1)

„საშემოსავლო გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდეს დასაქმებული და არა კომპანია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მთავრობის მიერ მომზადებული COVID-19-ის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშის შეფასებისას „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

დეპუტატმა კომპანიების საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებას პარადოქსული უწოდა.

„პარადოქსია, საშემოსავლო გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდეს თვითონ დასაქმებული და არა კომპანია. ეს ის სექტორებია, რომლებიც დამოკიდებულია შიდა მოხმარებაზე. მოქალაქეებს თუ არ ექნებათ ფული და თუ მოთხოვნა არ გაიზარდა პროდუქტზე, ეს კომპანიები ვერ გადარჩებიან.

აი მაგალითად სარესტორნო ბიზნესის ასევე საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები. ყველას ერთი და იგივე პრობლემა უდგას. მოთხოვნა არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხს ფული არ აქვს. პირველი რაც მთავრობას უნდა გაეკეთებინა, ხელოვნურად მოეხდინა მოთხოვნის სტიმულირება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

COVID-19-თან დაკავშირებით მომზადებული მთავრობის წერილობითი ანგარიში გაავრცელა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანგარიშში მოცემულია ღონისძიებების შესახებ, რომელიც 22 იანვრიდან დაიწყო და 22 მაისს დასრულდა.