ნათია თურნავა კომპანია „ფრონტერას“ მოუწოდებს, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროოს. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო დავა „ფრონტერასთან“ ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულდა.
„ჩვენ ყოველთვის მსგავს განცხადებას კომპანია „ფრონტერას“ მხრიდან ვპასუხობთ სრული სიმშვიდით, ვპასუხობთ ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით, არასოდეს არ გამოვირჩეოდით ზედმეტი რიტორიკით ამ მიმართულებაში და ვიკავებდით თავს, ვინაიდან მიმდინაროებდა საერთაშორისო არბიტრაჟი. საერთაშრისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სასარგებლოდ და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეასრულოს დროულად ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა“, – აღნიშნა თურნავამ.
შეგახსენებთ, კომპანია „ფრონტერას“ მიერ პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.