LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბიქტები, რომლებმაც სახელმწიფო ქონების საიჯარო გადასახადი ვერ გადაიხადეს, შეღავათებს მიიღებენ

113
20180720174503

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, თუ პანდემიის გამო, კერძო სუბიექტს შეექმნა პრობლემა, მაგალითად, ვერ გადაიხადა დროულად საიჯარო გადასახადი სახელმწიფო ქონებაზე და მას დაერიცხა პირგასამტეხლო, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, აპატიოს გარკვეული პირგასამტეხლოები, ან გადაუვადოს გადახდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში მათთვის, ვისაც იჯარით აქვს აღებული სასოფლო-სამეურნეო მიწები. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში უნდა დამტკიცდეს, რომ ეს პრობლემები სუბიექტს პანდემიით და საგანგებო მდგომარეობით შეექმნა.  ეს შეღავათები იქნება ვადაში ჩაკეტილი და მთავრობა სამართლიანად და გამჭვირვალედ ყველა ასეთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს მიანიჭებს გარკვეულ შეღავათს. წინასწარი ინფორმაციით, თუნდაც სასოფლო-სამეურნეო მიწები​ს იჯარით აღების შემთხვევაში, ეს არის 900-მდე სუბიექტი, რომლებსაც გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა შეექმნა, ასევე 20-ზე მეტი სუბიექტი, რომლებსაც პრობლემები საპრივატიზაციო ვალდებულებების შესრულებაში შეექმნათ“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ განახლებულ ბიუჯეტზეც ისაუბრა, მისი თქმით, დოკუმენტი პარლამენტში დროულად შევა. როგორც თურნავამ განმარტა, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, გაკეთებული ყველა ცვლილება აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები