LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა ბაგებში – ექსპერტიზის ბიუროსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

398
DGFA

ბაგებში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, სამხარაულის ბიუროსთან რამდენჯერმე გაისროლეს. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი.როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცებმა ჩხუბის დროს გაისროლეს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პირი. ისინი გადაყვანილები არიან ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები