LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ველოსიპედისტთა მოძრაობის წესები გაამკაცრეს

117
39199771-303

გერმანიაში ველოტრასებსა და ტროტუარებზე გადაადგილების წესები გაამკაცრეს და ეს ეხება როგორც ველოსიპედისტებს, ასევე ავტომობილების მძღოლებს.

როგორც ხელისუფლება ვარაუდობს, კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური დისტანციის გამო, კარანტინის შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უარს იტყვის და ან კერძო ავტომობილს გამოიყენებს, ან ველოსიპედს.

წესების გამკაცრების მიზეზიც სწორედ ეს პროგნოზი გახდა.

ამიერიდან ის ველოსიპედისტები, ვინც ველოტრასაზე გადაადგილებისას არასწორ მხარეს აირჩევს – 55 ევროთი დაჯარიმდება (აქამდე ამ დარღვევისთვის ჯარიმა მხოლოდ 15 ევრო იყო). ასევე, ველოსიპედისტს დააჯარიმებენ მაშინაც, როდესაც ტროტუარზე ავა და ფეხით მოსიარულეებს დისკომფორტს შეუქმნის, ამ შემთხვევაში ჯარიმა 15–დან 35 ევრომდე გაიზარდა.

ავტომობილის მძღოლებს ველოტრასებზე გაჩერება აეკრძალათ (აქამდე მაქსიმუმ 3 წუთით გაჩერება ნებადართული იყო), ჯარიმა 55–100 ევროა. ასეთივე ჯარიმა დაწესდება ტროტუარზე პარკირებისთვისაც.

ხოლო იმისთვის რომ ავტომობილმა ველოსიპედისტს გადაუსწროს, 1,5 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვას.

და ბოლოს,  წესების გამკაცრება შეეხოთ იმ მძღოლებსაც, ვინც სიჩქარის რეჟიმს არ იცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები