კონგოში ებოლას ვირუსით უკვე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ეტენი ლონდოგომ განაცხადა, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ, ებოლას ვირუსი ჰქონდათ.
კონგოში ვირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან.
„ჩვენ ებოლას ახალი ეპიდემია გვაქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა.
„მზად ვართ მათ ვაქცინა და მედიკამენტები გავუგზავნოთ“, – დასძინა მინისტრმა.
ებოლას ახალი აფეთქების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმაც დაადასტურა.
„ეს აფეთქება ადასტურებს, რომ კორონავირუსი ერთადერთი არ არის, რაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას დაემუქროს“, – განაცხადა გებრეისუსმა.
გებრეისუსი კონგოს ხელისუფლების დასახმარებლად მზადაა.
კონგოს ხელისუფლება წლებია ცდილობს, ებოლას ვირუსი ქვეყანაში საბოლოოდ აღმოფხვრას.
ებოლას ყველაზე დიდი ეპიდემია 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდებოდა. მაშინ ვირუსით 28 000 ადამიანი იყო დაინფიცირებული, 11 ათასი კი დაიღუპა.