LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის შემდეგ პირველად ელისაბედ მეორის ფოტო გავრცელდა: დედოფალმა საყვარელი პონით გაისეირნა

108
quennelsbddd

სოციალურ ქსელში გავრცელდა დედოფალი ელისაბედ მეორის ფოტო, რომელიც უინძორების სასახლის ეზოშია გადაღებული. 94 წლის მონარქი პონით სეირნობს და როგორც ჩანს, თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

უინძორების სასახლე დედოფლის რჩეული რეზიდენციაა, ამიტომ იზოლაციის გასატარებლად არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა. მონარქი 98 წლის მეუღლესთან და სასახლის პერსონალის ნაწილთან ერთად ჩაიკეტა და ფაქტობრივად ეზოშიც იშვიათად ჩნდებოდა.

მისი ბოლო ოფიციალური ფოტო 19 მარტს გავრცელდა, მაშინ ელისაბედი ბუკინგემის სასახლეს საყვარელ ცუგებთან ერთად ტოვებდა.

იზოლაციაში გადასვლამდე ერთი დღით ადრე დედოფალმა ოფიციალური მოვალეობების ნაწილი შეასრულა. წესით, ის ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრსაც უნდა შეხვედროდა, თუმცა საბოლოოდ მას მხოლოდ ტელეფონით გაესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებიან სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც და საზოგადოებას დისტანციურად ამხენევებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები