LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-19-თან ბრძოლაში ჩართული მედიკოსებისთვის სამედიცინო აქცია იწყება

98
HH

„ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში და მათ სამედიცინო აქციას სთავაზობს.

აქცია 1 ივნისიდან იწყება და მის ფარგლებში, თითოეული მედიკოსისათვის (ექიმი, ექთანი, სანიტარი) ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში შესაძლებელია: ნებისმიერ ექიმთან უფასო კონსულტაცია; კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი და ლაბორატორიული კვლევები) ფასდაკლებით; ფსიქოლოგიური კონსულტირება და დახმარება უფასოდ.

გარდა ამისა, მედიკოსებს „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ ფასდაკლებით სთავაზობს მცირე ქირურგიულ  ჩარევებსაც, ესენია:

  1. ნაღვლის ბუშტის ქვების/კალკულოზური ქოლეცისტიტი/ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია;
  2. მუცლის კედლის და საზარდულის თიაქრების ოპერაციული აღდგენა ბადის გამოყენებით;
  3. ქვედა კიდურის ვენების ვარიკოზული დაავადების ოპერაციული მკურნალობა;

„აღნიშნული მომსახურების მისაღებად, ჩვენმა კოლეგებმა უნდა დარეკონ შემდეგ ნომერზე : 591540500, ან მობრძანდნენ ჩვენთან,  გობრონიძის 27-ში“, – აცხადებენ „ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში“.

„ქართულ – ჰოლანდიური ჰოსპიტლის“ შესახებ:

ის წარმოადგენს მულტიპროფილურ კლინიკას და უზრუნველყოფს როგორც სადიაგნოზო, ასევე სამკურნალო სადღეღამისო მომსახურებას, ყველა ბაზისური სტაციონარული სამედიცინო სერვისის მიმართულებით: გადაუდებელი დახმარება, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, აბდომინური და თორაკოქირურგია, ონკოლოგია კარდიოლოგია, უროლოგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, მეან-გინეკოლოგია, რეანიმაციული, ინტენსიური თერაპია.

ასევე 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია ამბულატორიული კონსულტირება. ყველა ტიპის ინსტრუმენტული კვლევა: რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია, ექოკარდიოგრაფია, დოპლერ-სკანირება, ენდოსკოპია, ართროსკოპია და სრული ლაბორატორიული მომსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები