თუ გსურთ შეავსოთ საგაზაფხულოდ საკუთარი გარდერობი, გაითვალისწინეთ, რას იცვამენ ვარსკვლავები!
* სპორტულ შარვლებს, მაისურებს და ქურთუკებს ყველა ატარებს ჰადიდის კლანით დაწყებული მარიონ კოტიარით დასრულებული.
* ფერადი, სარკისებრი ლინზები მსახიობებს ფოტოკამერების ობიექტივისა და ცნობისმოყვარეთა მზერასგან თავის დაღწევაში ეხმარება.
* კარგი დენიმი აუცილებლად ბევრი უნდა იყოს! შარვლები, ქურთუკები, პიჯაკები, ჩანთები, პერანგები და ფეხსაცმელი – ყოველთვის გაამრავალფეროვნებს თქვენს გარდერობს.
* მზის და კარგი განწყობის ფერი – ყვითელი ყოველთვის აქტუალურია.
* ჭრელი კაბები და სარაფნები ბოშურ სტილში, ნაცრისფერ ურბანისტულ პეიზაჟსაც გაახალისებს.
* კაბები ესპანურ სტილში, ვიქტორიანული საყელო, სკოლის ბლუზი – ფურჩალა ყველაფერს უხდება!
* ცისფერს უამრავი განსხვავებული ტონი აქვს, რომელთა შეხამება ყოველთვის მარტივად შეიძლება.
* ნაქარგი ზურგზე – კარგი მიზეზია ხშირად შეაქციოთ ადამიანებს ზურგი.
* შარვალი და პიჯაკი სამსახურშიც გამოგადგებათ და საღამოს შეხვედრებზეც. ნათელი ფერები, მსუბუქი ყვავილები და პრინტი კი, ყოველთვის გამოგარჩევთ კოლეგებისგან.
* ზოლიანი შარვალი, რომელსაც ადრე მხოლოდ ეზოში იცვამდით, ახლა მოდური ქალაქების ქუჩებშიც გამოჩნდა.
* ეფექტური ბადიანი წინდა ისევ მოდაშია!
* მოკლე მაისურის ჩაცმას თუ გადაწყვეტთ, შეუხამეთ ის მაღალწელიან ჯინსის შარვალს.