ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლო 24 საათია ახალი დადასტურებული შემთხვევით პაციენტი არ მიუღიათ. ამ დროისათვის კლინიკაში სულ 32 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 მოზარდია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება 18 წლამდე ბოზარდებს, სოლოღაშვილის თქმით, უმრავლეს შემთხვევაში პნევმონია გამოიხატებოდა, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სულ დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზით არის 32 პაციენტი, აქედან 11 ბავშვია. გუშინდელი დღიდან სიახლე არ გვაქვს. არ არის არც გამოჯანმრთელება, არც ახალი დადასტურებული პაციენტი. ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, გრძელდება გამოკვლევები და მკურნალობა. ბავშვების მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქია. უმრავლესობაში გამოხატული იყო პნევმონია, მაგრამ მათი სუბიექტური შეგრძნებები იყო საკმაოდ მსუბუქი“, – განმარტა სოლოღაშვილმა.