LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 10 დღეა ინფიცირებული პაციენტი არ მიუღიათ

95
Capture

“დღეს ჩვენს კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა”, -ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში უკვე 10 დღეა ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ. სოლოღაშვილი ასევე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში 2 საყურადღებო პაციენტი მკურნალობს.

“ბოქსირებულ სექტორში 39 პაციენტია. 32 Covid-19-ის დიაგნოზის მქონეა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალი პაციენტი არ გვყავს. კლინიკაში 18 წლამდე 11 მოზარდია. ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, ისიც არსებული თანხმლები დაავადებების გამო. 4 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. ველოდებით სამი ბავშვის გამოჯანმრთელებას. დაახლოებით 10 დღეა არ გამოვლენილა ჩვენს კლინიკაში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევა”, – აცხადებს სოლოღაშვილი.

მაკა სოლოღაშვილმა ასევე აღანიშნა, რომ ბოჭორიშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში უკვე კვირაზე მეტია პაციენტები აღარ მკურნალობენ.