Ryanair-მა დაადასტურა, რომ ივლისში ფრენების 40 პროცენტის აღდგენას გეგმავს.
როგორც “ავიანიუსი” წერს, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ესპანეთის გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელმაც 1-ელი ივლისიდან ტურისტებისთვის შეზღუდვების მოხსნა დააანონსა. ამასთან, Ryanair-ის განცხადებაში წერია, რომ მსგავსი გეგმების შესახებ იტალიამ, კვიპროსმა, საბერძნეთმა და პორტუგალიამაც გამოაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ Ryanair-ი მომხმარებლებს ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და კვიპროსის საკურორტო ქალაქებში 1-ელი ივლისიდან შესთავაზებს. “ავიანიუსის” ცნობითვე, 28 მაისის ჩათვლით ავიაკომპანია ივლისი-აგვისტოს ბილეთებს ფასდაკლებით, 29.99 ევროდან ყიდის.