ინფექციურ საავადმყოფოს შენობა არ აქვს. კლინიკა ავარიულ და ძველ შენობაშია, სადაც წვიმის შედეგად წყალი ჩამოდის და საფრთხე ექმნება როგორც საავადმყოფოს ინვერტარს, ასევე პაციენტებს.
„ფორტუნასთან“ საუბარში ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელმა დირექტორმა, შოთა გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ტაილანდის წყალდიდობასთან მიახლოებულ გარემოში უწევთ მუშაობა.
წვიმის შედეგად წყალი ჩამოვიდა ადმინისტრაციული შენობაში, სადაც მართვის ყველა საშუალებაა თავმოყრილი. მათ შორის ბოქსირებული განყოფილება, რეანიმაცია, მიმღები. აქედან ხორციელდება სრული მართვა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გახლავთ დაწესებულების სერვერი.
შენობას მფლობელი კომპანიის მიერ ზამთრის შემდეგ სახურავი დემონსტრაციულად გადახდილი აქვს. მიზანი იყო, ის რომ ჩვენ ეს შენობა დაგვეტოვებინა და შესაბამისად, ინფექციური საავადმყოფოს ფუნქციონირება გაჩერებლიყო.
ინფექციური საავადმყოფოსთვის გადმოსაცემად რამდენიმე შენობა განიხილებოდა. არის უკვე ცნობილი რომელ მათგანზე გაკეთდა არჩევანი?
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა იქნას გამოყოფილი სრულიად ადეკვატური, დაწესებულებისთვის აბსოლუტურად თანმხვედრი შენობა, დიღმის კლასტერზეა საუბარი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთ წელიწადში იქნება რეალიზებული ჩვენთვის შენობის გადმოცემა.
ერთი წელი ასეთ შენობაში პაციენტების მიღებასა და მუშაობას შეძლებთ?
„საბუდარელი ჭაბუკში“ გახსოვთ ის მომენტი, სახურაზე რომ აიპარება იმედა კახიანი და ერთ ადგილას რომ ჩამოდის წყალი. ასე ჩამოდიოდა ჩვენს შენობაში წვიმა ზუსტად 20 ადგილას და ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში.
მოვასწარით და კომპიუტერი შევფუთეთ. დაწესებულების ცენტრალური სერვერი 4 ცელოფანში გავახვიეთ, რომ არ აფეთქებულიყო. ჩვენ დაახლოებით ტაილანდის წყალდიდობასთან მიახლოებულ გარემოში გვიწევს მუშაობა. ამ მდგომარეობაში ვფიქრობ, რომ ჩვენის მხრივ არანაირი შეცდომა არ ყოფილა დაშვებული. პაციენტებსაც და ჩვენს საფრთხე გვემუქრება, მაგრამ ჯერჯერობით შენობის გადმოცემის დაჩქარება ვერ ხერხდება.