LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-16 აპრილის სასიყვარულო ჰოროსკოპი

273

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში;

ვერძი

ბოლო ორი დაძაბული კვირის შემდეგ, ურთიერთობაში სიმშვიდე დაისადგურებს. საბოლოოდ მიაღწევთ იმ კომფორტს, რომელსაც ურთიერთგაგება ჰქვია. კვირის ბოლოს, ერთ-ერთი მხარე რომანტიკულ საღამოს დაგეგმავს.

კურო

საოჯახო საქმეებში მხოლოდ თქვენმა აქტიურობამ, შესაძლოა, კვირის ბოლოს პროტესტის გრძნობა გაგიჩინოთ.  შრომის თანაბრად განაწილების პრინციპის დარღვევა მცირე უსიამოვნებას მოგიტანთ. თუ მარტო ხართ, კვირის ბოლოს, ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს პაემანზე დაპატიჟებთ.

ტყუპები

თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, მის მიმართ უფრო მეტ სითბოს და სიყვარულს იგრძნობთ. ამ კავშირს მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაამყარებს. თქვენს ნებისმიერ წამოწყებას პარტნიორი დიდი ენთუზიაზმით შეხვდება, რაც მოტივაციას გაგიორმაგებთ.

კირჩხიბი

ამ კვირაში კომპრომისზე წასვლა შესაძლებელი იქნება. წინა დაძაბული კვირის ფონზე, ორივე მხარე ურთიერთობის დასტაბილურებას  ესწრაფვის. ხოლო თუ მარტო ხართ, უყურადღებოთ ნუ დატოვებთ საინტერესო შემოთავაზებებს. წადით ყველგან, სადაც გართობის და ადამიანების გაცნობის საშუალება იქნება.

ლომი

ამ კვირაში ურთიერთობას ან წერტილს დაუსვამთ ან კიდევ ერთ შანსს მისცემთ. პარტნიორი თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება. თქვენს ურთიერთობაში ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს ფინანსური დეფიციტი თამაშობს. შესაძლოა, ამ პრობლემის მოგვარებაზე ერთობლივად იზრუნოთ.

ქალწული

თუ რაიმე კითხვა ან ბუნდოვანება გქონდათ პარტნიორის ქცევების მიმართ, ამ კვირაში გაირკვევა. ასევე, მოგვარდება ინტიმური და ფინანსური კუთხით წამოჭრილი პრობლემები. კვირის ბოლოდან თქვენს ცხოვრებაში ახალი სიცოცხლე დაიწყება.

სასწორი

სამსახურებრივი რომანი, რომელიც ბოლოს მთელი რიგი გართულებების გამო, ნერვიულობის საბაბი იყო, ამ კვირაში მოგვარდება. ჭორებს და ზურგს უკან საუბრებს გადალახავთ და კონკრეტული ადამიანებისგან ბოდიშსაც კი მიიღებთ.

მორიელი

ამ კვირაში, თქვენს ცხოვრებაში ყოფილი შეყვარებული გამოჩნდება. შესაძლოა, ბევრი ფიქრის შემდეგ, კიდევ ერთი შანსის მიცემაზე დაფიქრდეთ.  ხოლო თუ უკვე  გყავთ პარტნიორი, ბავშვის ყოლის საკითხზე იმსჯელებთ.

მშვილდოსანი

თქვენს დიდხნიან ურთიერთობაში ნანატრი დრო დგება. მალე აგისრულდებათ ჩანაფიქრი, რომლისთვისაც ბევრი იშრომეთ და გაიღეთ. ხოლო თუ მარტო ხართ, ამ კვირაში პოტენციურ პარტნიორს გაიცნობთ. იყავით გახსნილი.

თხის რქა

ამ კვირაში, პარტნიორისგან მიიღებთ იმ მორალურ მხარდაჭერას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. იგი გაანალიზებს თქვენი მიზნების და ოცნებების მნიშვნელობას და მათ რეალიზებაში დიდ წვლილს შეიტანს.

მერწყული

თუ ამ კვირაში შვებულება გაქვთ დაგეგმილი ან სამსახურებრივი მისიით მიემგზავრებით, ამ მგზავრობის დროს საინტერესო ადამიანს გაიცნობთ.  ხოლო, თუ დაოჯახებული ხართ, რთული კვირა გელით, რადგან ერთ-ერთი მხარე განქორწინებაზე ალაპარაკდება.

თევზები

აპრილის თვე თევზის ნიშნით დაბადებულთათვის რთული იქნება. მიმდინარე ურთიერთობაში მთელი რიგი არასასიამოვნო ცვლილებებია, რაც პირდაპირ აისახება თქვენს განწყობაზე და ადამიანებთან დამოკიდებულებაზე.