“ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი 25 ადამიანის ქონება ჯამურად 255 მილიარდი დოლარით გაიზარდა,” – ასეთი სათაურით აქვეყნებს გამოცემა “Forbes” სტატიას. მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი 31,4 მილიარდი დოლარი Facebook-ის დამფუძნებლმა, მარკ ცუკერბერგმა გამოიმუშავა.
მიზეზი Facebook-ის აქციების ფასის რეკორდული ზრდაა, ბოლო ორი თვის განმავლობაში აქციები 60%-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის Facebook-ის დამფუძნებლი Forbes-ის მილიარდერლთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. ცუკერბერგის აქტივების ღირებულება 86,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.