ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან სულ 67 საკვლევი მასალა გაიგზავნა ლუგარში, აქედან 39 მუშევანიდან იყო აღებული, დანარჩენი კი მიზნობრივი ჯგუფებიდან. კვლევის შედეგებით კი, კორონავირუსი მხოლოდ 1 შემთხვევაში დადასტურდა.
სულ, ამ დრომდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 162 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 75 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლების-მუშევანისა და გეტას გარდა კარანტინი ყველა სოფელსა და მუნიციპალურ ცენტრში მოიხსნა.