ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა. დაზიანებულია შენობაში არსებული ბანკომატი. შენობაში ჩამსხვრეულია მინები. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შსს-ს განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.