LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკინგემის სასახლე გრანდიოზული გამოფენისთვის ემზადება

264

ბუკინგემის სასახლე გრანდიოზული გამოფენისთვის ემზადება – დამთვალიერებლებს პირველად ისტორიაში დედოფალ ელისაბედის საჩუქრების ნახვის საშუალება ექნებათ. გამოცემა „1TV”-ის ცნობით, ექსპოზიცია აერთიანებს ყველა იმ საჩუქარს, რომელიც ბრიტანეთის დედოფალს თავისი მმართველობის პერიოდში მიუღია. ეს არის დაახლოებით 300-მდე ექსპონანტი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად მისი უდიდებულესობისთვის დაამზადეს. შეგახსენებთ, რომ ელიზაბეტ II სამახსოვრო ნივთებს ოფიციალური ღონისძიებების, ვიზიტებისა თუ სხვა აქტივობების დროს გადასცემენ ხოლმე. ინგლისის სამეფოს კანონის მიხედვით, საჩუქრების გაყიდვა ან გაცვლა აკრძალულია და ისინი სამუდამოდ სამეფო კოლექციაში დარჩებიან. რაც შეეხება დედოფალს, ის სამეფო ტახტზე 25 წლის ასაკში ავიდა და უკვე 63 წელზე მეტია მას მართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები