LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოამბავი: კარანტინში გატარებული 63 დღე! დიახ, ეს ჩვენ ვართ და ჩვენ ბევრი რამ გადაგვიტანია

179
248157901

დღეს ზუსტად 63 დღე გავიდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან.

21 მარტს, როდესაც პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით საქართველოს მთელს ტეროტორაზე საგანგებო მდგომარეობა ცხადდებოდა, არავინ ვიცოდით, რა გველოდა და რამდენ ხანს გაგრძელდებოდა აკრძალვები.

დღეს, კი მიუხედავად იმისა, რომ გარვეული შეზღუდვები რჩება, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ბოლო დღეა. 

რა იყო ყველაზე რთული

სამი თვის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე რაიონი და სოფელი ჩაიკეტა.

იყო ბევრი პროტესტი, მაგრამ ყველა თანხმდებოდა, რომ ქვეყანას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ალბათ გასული 63 დღე არავის მოენატრება, თუმცა ამ დღეებმა ალბათ ყველას ერთი რამ გვასწავლა – მოთმინება.

ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და პანდემია შევაჩერეთ.

„ყველას გვესმის, რომ ეს საბოლოო გამარჯვება არ არის, თუმცა უკვე არსებული შედეგი ძალიან მაგაგრია“, – აცხადებენ  ექიმები.

ამ დროის განმავლობაში ყველამ გაიცნო და შეიყვარა ქართველი ექიმები, რომლებსაც მსოფლიო პანდემიის პირობებში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 პაციენტი ჰყავთ.

რა არის კორონავირუსთან ბრძოლის ქართული წარმატების საიდუმლო?

მიზეზი რამდენიმეა.

საქართველომ გაითვალისწინა სხვა ქვეყნის მაგალითი და საზღვრები მანამდე ჩაკეტა, სანამ ქვეყანაში ვირუსი დაფიქსირდებოდა. 

საქართველოში უცხოეთიდან დაბრუნებულები საკარანტინო სივრცეში გადაჰყავდათ, რამაც ხელი შეუშალა იმპორტირებული ვირუსის გავრცელებას.

ჩვენ ბევრ ქვეყანაზე ღარიბი ვართ, არ გვქონდა სწრაფი ტესტების დიდი მარაგი, თუმცა ექიმებმა გადაწყვიტეს, ის მიზნობრივად გამოეყენებინათ.

ამ ყველაფრის შედეგი კი ის არის, რაც 22 მაისის მონაცემებით გვაქვს.

კორონავირუსის დადასტურებული 723 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებული  495, სამწუხაროდ  12 გარდაიცვალა. 

დიახ, ეს ჩვენ ვართ და ჩვენ ბევრი რამ გამოგვივლია, ისტორიულ მაგალითებს კი,  ბოლო 63 დღეც დაემატა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები