LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დიტო ცინცაძის ფილმის გადაღებაზე არ დაუშვეს

1346

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ანანო ბაკურაძე წერს იმ ამბის შესახებ, რომელიც მას ახლახან გადახდა თავს. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მას დიტო ცინცაძის ახალი ფილმის გადაღებებზე სურდა დასწრება და სიუჟეტის მომზადება, რაც წინასწარ შეათანხმეს, მაგრამ მცირე ხნით ადრე მას პროდიუსერმა დაურეკა და უთხრა, რომ მას და ფილმის კიდევ ერთ პროდიუსერს „რუსთავი 2“ არ მოსწონთ და ამიტომ სიუჟეტს აღარ გადააღებინებდნენ.

„ყოველთვის როდესაც სიუჟეტის გადასაღებად მივდივართ რამდენიმე კვირით ადრე ვათანხმებთ გადაღების დეტალებს! ასე იყო ახლაც!

დღეს ჩემს დაბადების დღეზე დილის 7 საათზე მე და ლეონე აბული, ჩემი ოპერატორი, რომელიც გუშინ ტანზანიიდან ჩამოფრინდა ჭიათურაში, დიტო ცინცაძის ფილმის გადაღების გადასაღებად წავედით.

ყველა გარემოების გათვალისწინებით გადაღებამდე 5 წუთით ადრე გვირეკავს ფილმის პროდუსერი ვინმე ირაკლი ბაღათურია, რომ გადაიფიქრეს და აღარ გვაღებინებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ მას და ფილმის მეორე ან პირველ პროდიუსერს რუსუდან გლურჯიძეს არ ევასებათ!!! რუსუდან გლურჯიძე ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ზურა მაღალაშვილის მეუღლე!

რუსუდან გლურჯიძე

ესე არაპროფესიონალურად, არაადამიანურად ექცევა ქვეყნის ყველაზე რეიტინგული გადაცემის გადამღებ ჯგუფს! და რომც არ იყოს რეიტინგული და ვიყოთ რაღაცა ტვ, პლანეტის ბოლო პროდიუსერიც კი არ იკადრებს ასეთ რამეს, შეთანხმებულ გადაღებას 5 წუთით ადრე არ ჩაშლის. საჩხერეში ჩასულებს თურმე არ უნდა გვეწყინოს და უკან უნდა გავბრუნდეთ.

კინოცენტრის სახელით გვაბრუნებენ უკან. კინოცენტრი, რომელიც ერთ გადაცდომას არ გპატიობს არც ერთ სიუჟეტში!

„რუსთავი 2“-ში ბატონო ზურა, ქალბატონო რუსუდან და ვინმე ირაკლივ, ვმუშაობთ ადამიანები, ვინც თავის საქმეს აკეთებს და აკეთებს 5-იანზე, მიუხედავად ჩვენ-ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების და თქვენზე წარმოდგენების.

ეს არის ეს ქვეყანა, ვიღაცების ხუშტურებით იმართება სახელმწიფო უწყებები…

დიდი მადლობა რუსუდანს და მის ასისტენტს, დაბადების დღის მოლოცვისთვის და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი, როგორც მოქალაქე, გამოჩენილი არაპროფესიონალიზმისთვის!“ – აღნიშნავს ანანო ბაკურაძე მის მიერ გავრცელებულ „ფეისბუქ“-სტატუსში.

 

დიტო ცინცაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები