გურამ რჩეულიშვილი თავისუფალია, მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს მოსამართლე მაია შოშიაშვილმა იმსჯელა. მოსამართლემ გათავისუფლების სანაცვლოდ მას 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულს, ასევე, ჩამოართმევენ პასპორტს.
გურამ რჩეულიშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 9 თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.
დღევანდელ პროცესს თავად რჩეულიშვილი და მისი ოჯახის წევრები არ დასწრებიან, დარბაზში იმყოფებოდნენ მხოლოდ მისი ადვოკატები.
სხდომას, ეწრებოდნენ, ასევე, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები.