LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობერიძე ხუნდაძეს: “ამირანმა გირჩიათ ეს კანონპროექტი, მთავრობამ თუ ექიმებმა?”

175
BeFunky-collage - 2020-05-21T170650.898

პარლამენტში დეპუტატებმა ახალი ინიციატივის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს. საუბარია კანონპროექტზე, რომლიც მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც.

პროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. ცვლილებათა პაკეტის წაკითხვის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგების კითხვებს უპასუხა, თუმცა კითხვის ავტორთა უმრავლესობის შეფასებით, ხუნდაძემ დასმულ კითხვებს ან თავი აარიდა ან სხვა შინაარსით უპასუხა.

საპარლამენტო ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების განსაკუთრებული მღელვარება მოჰყვა კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც შეკრების თავისუფლებას გულისხმობს. ხუნდაძემ აღნიშნული საკითხი ეპიდსიტუაციის განვითარების მიხედვით გადაწყდება.

„საუბარი არ არის იმაზე, რომ პარლამენტი გავაუქმოთ და სახლში წავიდეთ“- დიმიტრი ხუნდაძე

დეპუტატმა ლევან კობერიძემ კანონპრექტის ერთ-ერთ ინიციატორს, დიმიტრი ხუდაძეს იმ პირის დასახელება სთხოვა, რომელმაც ამ კანონპროექტის მიღება ურჩია.

კობერიძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვა მთავრობის  პოლიტიკის იარაღი გახდა.

“ამირანმა გირჩიათ ეს კანონი? ვისი ინიციატივა იყო? მთავრობის, ექიმების, ეპიდემიოლოგების თუ ვისი. დაგვიკონკრეტეთ. ჯანდაცვა გახდა მთავრობის მხრიდან პოლიტიკის იარაღი. ეს პროექტი ჯანდაცვამ რომ გამოიტანა, მიუთითებს სწორედ იმას, რომ მთავრობა ექიმებს არის ამოფარებული” – თქვა ლევან კობერიძემ.

კითხვის პასუხად ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საკითხზე ამირან გამყრელიძესთან არ უსაუბრია, თუმცა იცი, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მის აზრს ეთანხმება.

“ჩვენი თანხვედრა ამ საკითხში არის, მაგრამ ამირანთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. გუშინ, როცა სახლში მივედი, ტელევიზიით მოვისმინე მისი აზრი, რომ ის ეთანხმება აღნიშნულ ინიციატივას. ექიმებს მეტი მოესმინება” – განმარტა დიმიტრი ხუნდაძემ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავ ღონისძიებებზე დიმიტრი ხუნდაძე განმარტებებს აკეთებს

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რა შეზღუდვის დაწესების უფლება დარჩება მთავრობას, პარლამენტის თანხმობის გარეშე?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები