ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა რეიტინგიდან გუნდი რომ შევკრათ, რა გამოვა? შევეცადოთ სიმბოლური ნაკრები შევადგინოთ იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც ლიგის გათამაშებაში ბევრი გოლი გაუტანია. თქვენ წარმოიდგინეთ, კარში დასაყენებლადაც მოიძებნა კანდიდატურა.
თავდამსხმელები
კრიშტიანო რონალდო
ის პირველია გოლების რაოდენობით. 128 გოლი 169 მატჩში. აქედან 16 პენალტიდან და 38 გამარჯვების გოლია.
ლიონელ მესი
141 მატჩი ითამაშა ლიგაზე და 114 გოლი გაიტანა. 12 პენალტი და 33 გამარჯვების გოლი.
რაული
ლიგის მესამე ბომბარდირია. 142 შეხვედრაში 71-ჯერ გამოიჩინა თავი. მისი 19 გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ნახევარმცველები
ტომას მიულერი
111 მატჩში 44 გოლი მოუგროვდა. 7-ჯერ გაიტანა პენალტიდან და 13 გოლი გამარჯვების გამოდგა. რეიტინგში მე-12 ადგილზეა.
კაკა
სტატსტიკის მიხედვით 21-ე ადგილი უკავია. 86 მატჩი ითამაშა და 33 გოლი შეაგდო. 9 გადამწყვეტი აღმოჩნდა.
რაიან გიგზი
141 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი, 10 გამარჯვების იყო. ლიგის რეიტინგში 26-ე ადგილზეა.
მცველები
რობერტო კარლოსი
რეიტინგში 78-ე პოზიციაზეა. “რეალის რიგებში 120 შეხვედრაში 16 ბურთი გაიტანა.
ჟერარ პიკე
144 სალიგო მატჩში თავი 14-ჯერ გამოიჩინა და ბომბარდირთა რეიტინგში 101-ეა. მისი 6 გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
სერხიო რამოსი
პოზიციის მიუხედავად 14 გოლი მოუგროვდა 124 მატჩში. 5 გოლმა “რეალს” გამარჯვება მოუტანა.
დანი ალვეში
ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. 126-ეა რეიტინგში. სულ კი 12 გოლი დაუგროვდა 111 მატჩში.
მეკარე
სინან ბოლათი
პირველი და ერთადერთი მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. თურქმა სულ 7 მატჩი ითამაშა ლიგაზე. ის დაუვიწყარი გოლი ბელგიური “სტანდარდის” რიგებში თამაშისას თავით “ალკმაარს” გაუტანა. ამ გოლმა “სტანდარდს” ჯგუფში მესამე ადგილი შეუნარჩუნა და მისი გუნდი ევროპის ლიგაზე გადაერთო.