LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი ერთმანეთს 10 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ

855
BEVERLY HILLS, CA - JANUARY 13:  Actress Megan Fox (L) and actor Brian Austin Green arrive at the 70th Annual Golden Globe Awards held at The Beverly Hilton Hotel on January 13, 2013 in Beverly Hills, California.  (Photo by Jason Merritt/Getty Images)

ბოლო პერიოდში, ჭორები აქტიურად ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ 34 წლის მეგან ფოქსი და 46 წლის ბრაიან ოსტინ გრინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა, დღემდე ამის რეალური არგუმენტი არ მოიპოვებოდა.

ახლა კი აღნიშნული ინფორმაცია თავად ბრაიანმა დაადასტურა. მისი განცხადებით, წყვილს პრობლემები გასული წლის დასაწყისში დაეწყო, მას შემდეგ, რაც კერი გადაღებებზე სხვა ქვეყანაში გაემგზავრა. დაბრუნებულმა მეგანმა განაცხადა, რომ რაღაც ახლის დაწყება სურდა და ის მარტო თავს უკეთ გრძნობდა.

„ძალიან მეტკინა გული, მე ის ყოველთვის მეყვარება და დარწმუნებული ვარ, რომ მასაც მუდამ ვეყვარები“, – განაცხადა ოსტინ გრინმა.

წყვილმა გადაწყვიტა, რომ სამ ვაჟს ერთობლივად გაზრდიან და მეგობრულ ურთიერთობებს შეინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, მეგანსა და ბრაიანს 10-წლიანი ქორწინება აკავშირებდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები