LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სამუშაო ადგილები და 1 მლნ ინვესტიცია – ახალციხეში სამშენებლო საწარმო შეიქმნება

183

შპს „დემეტრე და კომპანია” ახალციხეში სამშენებლო მასალის საწარმოს შექმნის. საწარმო მომხმარებელს რამდენიმე სახეობის პროდუქციას შესთავაზებს, კერძოდ, თბოიზოლირებულ სამშენებლო ბლოკს, ბეტონის ბლოკს, სანიაღვრე არხს, მოსაპირკეთებელ ფილას და ბორდიურს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მომწოდებლებისგან შეისყიდის და წარმოებული პროდუქცია ცლოკალური ბაზრისთვის იქნება  გათვლილი.

ინფრასტრუქტურის მოწყობისა და წარმოების დაწყებისთვის კომპანია მინიმუმ 1 078 320 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.  საწარმოში ჯამში 110 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „დემეტრე და კომპანია”-ს  ახალციხეში, ადიგენის ქუჩა #2-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.