LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამხნევებენ ნინო დარასელს ცნობილი მეგობრები

139

დღეს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს განაჩენი გამოუტანეს და 4-4-წლიანი პატიმრობები შეუფარდეს. რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც დაპატიმრებას ელოდებოდა და სასამართლოში ბარგით მივიდა, სასამართლო დარბაზიდანვე აიყვანეს. ნინო დარასელმა, რომელიც დედის დაკავებას ცრემლებით შეხვდა, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არსად უნახავს, როცა მთელი ოჯახი ასე გააუბედურეს…

ნინო დარასელს მისი და მისი ოჯახის ახლობელი ბევრი ცნობილი ადამიანი ეთანხმება და სოციალურ ქსელში მხარდაჭერას გამოუთქვამენ.

 

თავად ნინო დარასელმა სოცქსელში ასეთი მიმართვა გაავრცელა:

„მე არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი,რომ ასე გაენადგურებინათ ერთი ოჯახი. 3 ოჯახის წევრი ციხეში,მეოთხე უმძიმესი დიაგნოზით. დაჭერა და განადგურება რომ

გამოსავალი ყოფილიყო, რუსუდანი ჯერ კიდევ 2013 წელს ითხოვდა დაკავებას მაიას თავისუფლების სანაცვლოდ,რომ მას დაყადაღებული ქონების ხარჯზე,დაესრულებინა მშენებლობები. მაგრამ სახელმწიფომ რამდენიმე ადამიანის შურისძიების აქტი აღასრულა. დაზარალებულების დაკმაყოფილების ინტერესი ჩვენზე მეტად ვერავის ექნებოდა, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენი პრობლემები დასრულდებდა მაშინ, როდესაც დასრულდებოდა მათი. 4 წელი კი გავიდა უაზრო სასამართლოებში, ამ დროს, რაც ნახევრად აშენებული იყო, ისიც კი ამორტიზდა, ხალხი კიდევ უფრო დაზარალდა, ოჯახი დაინგრა და განადგურდა. ბიჭებს ეშინიათ ხოლმე დაჭერის და „პაბეგში“ მიდიან, მერე აგვარებენ, ჩამოდიან, ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას. ჩემებს კი ერთი წამით პასუხისმგებლობისგან გაქცევა არ უცდიათ. იმასაც ვერ ვიტყვით – მთავარია ჯანმრთელობაო, ეგეც აღარაა .მიუხედავად ყველაფრისა, გამაოცეს ადამიანებმა თავისი სიკარგით, სიკეთით და გვერდზე დგომით. ეს მაძლევს მხოლოდ იმედს, რომ ასეთი ადამიანების ხარჯზე ყველაფერი მაინც კარგად იქნება. მიყვარხართ და დიდი მადლობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები