LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბროტმაისტერის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა

400

ახალი ქართული ბრენდი ”ბროტმაისტერი” გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ პურ-ფუნთუშეულის  რიგით მეოთხე მაღაზია გახსნა. როგორც ”ფორტუნას” ”ბროტმაისტერის” გენერალურმა მენეჯერმა დავით შანიძემ განუცხადა, ახალი ობიექტი მრგვალ ბაღთან, რ.ერისთავის ქუჩის 16 ნომერში განთავსდა და აქ 9 კადრი დასაქმდა.

”ახალი პურ-ფუნთუშეულის მაღაზია არის იმავე კონცეფციის, როგორიცაა ჩვენი პირველი მაღაზია რიგის ქუჩაზე.  ანუ, გარდა იმისა, რომ ამ ფილიალში პურ-ფუნთუშეული გაიყიდება,  ის იქნება სრულფასოვანი კაფეტერიაც”, – აღნიშნა შანიძემ.

მისივე ინფორმაციით, 2017 წლის ბოლომდე ”ბროტმაისტერი” დედაქალქში დამატებით კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნას განიხილავს.

შეგახსენებთ , თბილისში ახალი ქართული ბრენდის ”ბროტმაისტერის” პირველი პურ-ფუნთუშეულის მაღაზია და თანამედროვე ავსტრიული კაფეტერია  2016 წლის ივნისში გაიხსნა. მანამდე კი კომპანიამ უახლესი იტალიური საცხობი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო,  სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით გახსნა. შპს „ბროტმაისტერი“ ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიული   პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა.