საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ „ტელესკოლას“ ძალიან დიდი, პოზიციური გამოწვევები აქვს საზოგადოებაში და გასცდა სკოლის ფარგლებს. რადგან როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, „ტელესკოლას“ დიდი ინტერესით ადევნებენ ამ გადაცემებს თვალყურს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლები და ბებია-ბაბუები.
„ტელესკოლა“ არის უნიკალური პროექტი, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ საქართველოს პირველ არხთან ერთად განახორციელა. უმოკლეს ვადებში მოხდა ინტელექტუალური, ტელერესურსის მობილიზება და მივიღეთ უნიკალური, ძალიან პოპულარული პროდუქტი „ტელესკოლა“. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პოზიტიური გამოწვევები აქვს საზოგადოებაში და გასცდა სკოლის ფარგლებს, რადგან დიდი ინტერესით ადევნებენ ამ გადაცემებს თვალყურს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლებიც, ბებიები, ბაბუები. შაბათ-კვირას საგანმანათლებლო შემეცნებით გადაცემებსაც ძალიან დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს ჩვენი მოქალაქეები, თითოეული ოჯახიდან. პირველიდან მეთორმეტე კლასების ჩათვლით, მთელი პროგრამის გადატანა მოხდა ტელესივრცეში. ჩვენ მობილიზება მოვახდინეთ ჩვენი საუკეთესო, გამოცდილი პედაგოგების“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
“აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ეს სემესტრი შედგა” – მიხეილ ჩხენკელი
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ტელესკოლის“ ფორმატში იყო აბიტურიენტის საათი, სადაც აკადემიურ ნაწილთან ერთად, აბიტურიენტებს გამოცდილი სპეციალისტები აძლევდნენ რეკომენდაციებს და კონსულტაციებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.
მინისტრის განმარტებით, საინტერესო განზომილება დაემატება „ტელესკოლას“, უკვე რამდენიმე დღეში გაეშვება პროფორიენტაციის გაკვეთილები.
„როგორც მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის და პროფორიენტაციის გაკვეთილები დაემატებ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
„ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპზე ჩატარდება“ – მიხეილ ჩხენკელი