LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-12 კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს, პირველკლასელები – 27 მაისს, დანარჩენები კი 15 ივნისს დაასრულებენ

165
სწავლა

საქართველოში აკადემიური სასწავლო წელი არ გამოცხადდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპზე ჩატარდება“ – მიხეილ ჩხენკელი

„მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში სწავლა 4 მარტიდან არის შეწყვეტილი, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემა მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიც არის ტელესკოლა და რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი ეთნიკური უმცირესობის ბავშვებისთვისაც მაუწყებლობს და აძლევს საქართველოში თითოეულ მოსწავლეს საშუალებას არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია, რომ საქართველოში 2019-20 წელი საქართველოში აკადემიური სასწავლო წელი არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინგაკვეთილებით ნორმალურად ჩატარდა.

მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები – 27 მაისს და დანარჩენი მოსწავლეები – 15 ივნისს. ამასთან, ეროვნული გაოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

“აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ეს სემესტრი შედგა” – მიხეილ ჩხენკელი

“შეიძლება შეიცვალოს გამოცდების თარიღი”: როდის და როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები