LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯავშნიანი BMW X5 ტყვიას შეეჯიბრა

61
bmw-ICSS-modeloverview-x5-protection-fd-01

კომპანია BMW–მ გამოაქვეყნა თიზერი, სადაც ჯავშნიანი BMW X5 Protection VR6–ის შესაძლებლობებია ასახული. ვიდეოს სახელად „რბოლა“ უწოდეს და ავტომობილი ავტომატის ტყვიას ეჯიბრება.

„რბოლის“ დასაწყისში ჯავშნიანი ყველგანმავალის მძღოლი, რომელსაც უკანა სავარძელზე მგზავრიც ყავს, გრუნტიან გზაზე დაბრკოლებებს უმკლავდება. შემდეგ BMW ტრასაზე გადის და AK-47–ის გასროლის ხმაც ისმის, რაც ავტომობილისა და ტყვიის შეჯიბრის სტარტის ნიშანია.

თავიდან X5 სიჩქარის აკრეფას ცდილობს, რათა ტყვიას გაექცეს, თუმცა ბუნებრივია, ეს შეუძლებელია. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ–ია, ავტომატის ტყვიის სიჩქარე კი წამში 715 მეტრია და ერთ საათში 2500 კილომეტრს აღწევს.

გაქცევის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ჯავშნიანი ავტომობილის მძღოლი ტყვიასთან პირდაპირ დაჯახებას გადაწყვეტს და გამარჯვებასაც მოიპოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები