LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ – ეკონომიკის მინისტრი

91
66841157-2373127832776862-7523730018992652288-o

ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” იმ განცხადებას, სადაც კონსორციუმი სამუშაოს გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

 „კონსორციუმს მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა ძალიან კარგი შანსი და მხარდაჭერა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში (ეს ვადები კიდევ 7-ჯერ გადავუწიეთ) ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა, შესაბამისად, მთავრობა ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საარბიტრაჟო დავას დროებით წყვეტს და ხელისუფლებას შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები