ლიტველებმა მათ ქვეყანაში უვიზოდ ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს თბილი დახვედრა მოუწყეს – ქუთაისი-ვილნიუსის რეისზე თვითმფრინავში მგზავრებს განუცხადეს, რომ აეროპორტში სიურპრიზი ელოდათ.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ მგზავრებს ლიტველები საქართველოსა და ლიტვის დროშებით გაფორმებულ დარბაზში ბორჯომით, ქართული ღვინით და ტკბილეულით ხვდებიან. აქვე დგას ბანერები, წარწერით “ახლოს, ვიდრე არასდროს”.
ასეთი ბანერები ვილნიუსის ქუჩებშიც განთავსდა.
საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი დახვდათ.