LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცეკვით ნათქვამი სოლიდარობის მანიფესტი დასრულდა, მაგრამ რევოლუცია ადამიანთა გონებაში ისევ აგრძელებს სიცოცხლეს”

140
naja-orashvili-news-2020-04-22-08-46-54-235588

ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საპროტესტო ქორეოგრაფიისა და მუსიკის მნიშვნელობაზე კლუბ “ბასიანის” მფლობელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“დღეს ბევრს არაფერს დავწერ, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი და ისტორიამაც არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ გამარჯვება საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის ერთობლივი ძალებით და სოლიდარობით მიიღწევა. ამ ვიდეოში, რომელიც ჩემთვის ყველაზე საყვარელი მუსიკალური ჯგუფის kung fu junkies შთაგონებით შეიქმნა, ყველა კადრი, ყველა სიტყვა, ყველა ცეკვა და კომპოზიცია ძვირფასია, მათ შორის წლების წინ ზურა ჯიშკარიანის ნათქვამი ფრაზა: „თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება”.

ცეკვით ნათქვამი სოლიდარობის მანიფესტი დასრულდა,მაგრამ რევოლუცია ადამიანთა გონებაში ისევ აგრძელებს სიცოცხლეს”- წერს ნაჯა ორაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები