LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის შემოვლითი გზის დასაფინანსებლად 114 მილიონი დოლარი გამოიყო

528

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 114 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა. დაფინანსება საქართველოში რეგიონული კავშირებისა და ტრანსპორტის ეფექტურობის გაუმჯობესებასა და ქვეყნის რეგიონულ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის არის გამიზნული.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი 14.3 კილომეტრის სიგრძის შემოვლითი გზა, რომელიც გვერდს აუვლის სიდიდით მეორე ქალაქს და აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე მდებარე ერთ-ერთ ძირითად სატრანსპორტო-სავაჭრო კვანძს–საპორტო ქალაქ ბათუმს.

“საქართველოს გააჩნია შესაბამისი მონაცემები გახდეს უფრო ძლიერი სატრანსპორტო და ლოჯისტიკის ცენტრი კავკასიის რეგიონში, რაც დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას,“ -აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა. მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკი მიზნად ისახავს პროექტის საშუალებით შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებისა და მდგრადი საგზაო ქსელის ჩამოყალიბების საკითხებში.

შეგახსენებთ, 2007 წლიდან-დღემდე აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2.1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები