”ეს არის ნამდვილი რევოლუცია ლოჯისტიკის სფეროში”, – ასე აფასებს თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობისა და კომუნიკაციის მინისტრი ახმეტ არსლანი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას. მისივე ინფორმაციით, მაგისტრალის გახსნის ოფიციალური ცერემონია მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. ამის შესახებ ახმეტ არსლანმა თურქულ მედიას განუცხადა.
როგორც მინისტრი ამბობს, აღნიშნული სარკინიგო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მაგისტრალზე დიზელის ლოკომოტივები იმოძრავებენ და ამ გზით ევროპა და აზია უწყვეტი სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის მშენებლობა დასრულების ფაზაშია. ამ სარკინიგზო მაგისტრალის პროექტისთვის აზერბაიჯანს საქართველოსთვის უკვე 630 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი.