Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“პლაზმით მკურნალობა შესაძლოა პროტოკოლში შევიდეს, მაგრამ ფართომასშტაბიანი გამოყენება ვერ ექნება” – ამირან გამყრელიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პლაზმით მკურნალობა შესაძლოა პროტოკოლში შევიდეს, მაგრამ ფართომასშტაბიანი გამოყენება ვერ ექნება” – ამირან გამყრელიძე

83
b1cefcb2-9f62-4c4d-86e9-81fc18f23802-640

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმის გადასხმის მეთოდი კოვიდინფიცირებულის მკურნალობისთვის უკვე წარმატებით გამოიყენეს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეს არ არის მეთოდი, რომელსაც ფართომასშტაბიანი გამოყენება ვერ ექნება, რადგან რესურსები შეზღუდულია. მისი თქმით, აღნიშნული მეთოდი თენგიზ ცერცვაძის ჯგუფის ხელმძღვანელობით ერთ-ერთ პაციენტზე გამოიყენეს და მკურნალობის ამ მეთოდმა დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პლაზმით მკურნალობის პრინციპი მედიცინაში არახალია, ანუ ის სხვადასხვა დაავადების დროს გამოუყენებიათ. ეს არ არის ფართოდ გამოყენებადი მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ 100, 200, 1000, 2000 და 3000 ავადმყოფზე. მე, როგორც ვიცი, საქართველოში ეს მეთოდი დამუშავებულია თენგიზ ცერცვაძის ჯგუფის ხელმძღვანელობით და რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ერთ ავადმყოფზე უკვე წარმატებით ჩატარდა. შესაძლებელია, ეს პროტოკოლში შევიდეს და ალბათ, უნდა შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მეთოდი კოვიდ-19-ის მქონე ადამიანთა სამკურნალოდ, მაგრამ მას ვერ ექნება ფართომასშტაბიანი გამოყენება იმიტომ, რომ რესურსები შეზღუდულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები