კორონავირუსის პანდემიის დროს სამედიცინო პერსონალი მთელ მსოფლიოში სამედიცინო პერსონალი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. რასაკვირველია, საქართველოც არ არის გამონაკლისი. ბოლო ორი თვის განმავლობაში ტელევიზიით ყველაზე ხშირად ექიმებს ვხედავთ, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციას გვამცნობენ, ზოგჯერ გვამშვიდებენ, ზოგჯერ მკაცრი რეკომენდაციებით მოგვმართავენ და ზოგჯერ გვაშინებენ კიდეც, რომ უფრო ფრთხილად ვიყოთ.
წარმოგიდგენთ 10 ქართველ ექიმს, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვხედავთ ტელევიზიით:
ამირან გამყრელიძე – საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის წევრი, ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი საქართველოში, ალერგოლოგი ამირან გამყრელიძე ამ სფეროში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში. მისი უშუალო მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში დაარსდა ლუგარის ლაბორატორია, რომელის განსაკუთრებული როლი რეგიონში სწორედ კორონავიურისს გავრცელების შემდეგ გამოჩნდა, როდესაც მალევე ლაბორატორიამ დაიწყო კორონავიურსზე ე.წ. ოქროს ტესტად აღიარებული PCR ტესტების კეთება. ამირან გამყრელიძის გამოსვლები ქართულ ტელესივრცეში ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგულია. მას დაავადებათა კონტროლის ცენტრის გვერდზე, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, „ფეისბუქ“–ლაივებიც აქვს ხოლმე, სადაც ვრცლად და ამომწურავად საუბრობს კორონავირუსის, მისი გავრცელებისა და იმ დროისთვის არსებული შედეგების შესახებ.
თენგიზ ცერცვაძე – ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1992 წლიდან, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი 1999 წლიდან. ღირსების ორდენისა (1998) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. დიდია თენგიზ ცერცვაძის როლი საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვაში. თენგიზ ცერცვაძის პროფესიისადმი თავდადება მისი პაციენტებისთვისაც და სამეცნიერო წრეებისთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა ბოლო დროს მან ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა ტელეგამოსვლებისას დინჯი, თანმიმდევრული, საინტერესო საუბრის გამო. თენგიზ ცერცვაძე გამორჩეულად უყვართ ჟურნალისტებს და მან დაბადების დღეზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა, საჩუქრადტორტი და ტკბილეული მიიღო.
პაატა იმნაძე – ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერი (2003) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო მედლის ლაურეატი (2002). პაატა იმნაძე კორონავირუსის გავრცელების შემდეგ სპიკერთა და გადაწყვეტილების მიმღებთა სამეულში შედის, თენგიზ ცერცვაძესა და ამირან გამყრელიძესთან ერთად. ის ტელეეთერების საკმაოდ ხშირი სტუმარი გახლავთ და განსაკუთრებით ემოციური გამოსვლებით გამოირჩევა. პაატა იმნაძის გამოსვლა, სადაც ის მოუწოდებდა საეკლესიო მრევლს, თავი შეეკავებინათ აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში მისვლისგან და ფრაზა კუბოების დათვლის შესახებ სოცქსელებში ვირუსულად იყო გავრცელებული.
ბიძინა კულუმბეგოვი – ქართველი იმუნოლოგი, ცნობილი ალერგოლოგი, ტელეწამყვანი. ბიძინა კულუმბეგოვი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ექიმია საქართველოში. მასთან ჩაწერა რამდენიმე თვით ადრე შესაძლებელი. სამედიცინო მიმართულებით დიდი პროფესიონალიზმის გარდა, ბიძინა კულუმბეგოვი ამ სფეროში ერთ–ერთ საუკეთესო სპიკერად მიიჩნევა. მას კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ხშირად ვხედავდით სხვადასხვა ტელეეთერში კვალიფიციური გამოსვლებით, ახლა კი მას „რუსთავი 2“–ზე გვანცა დარასელიასთან ერთად მიჰყავს გადაცემა „პანდემია“, სადაც, რა თქმა უნდა, კორონავირუსზე საუბრობენ.
ზურაბ გურული – 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ბავშვთა ქირიურგიის სპეციალობით. 1992-1995 წლებში სწავლობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურაში.
დისერტაციის დაცვის შემდეგ გაემგზავრა აშშ-ში, ნიუ ორლეანში. სხადასხვა დროს მუშაობდა ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კათედრაზე, ასევე მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნიუ ორლეანის ტულეინის სახელობის უნივერსიტეტებში.
ამჟამად მისისიპის შტატის დედაქალაქ ჯექსონის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორია.
ზურაბ გურული, ისევე, როგორც ბევრი სხვა ექიმი, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწეობენ, ფართო საზოგადოებამ საქართელოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში მისი საინტერესო სტატუსებითა და ტელეეთერებში ხშირი ჩართვების საშალებით გაიცნო.
მარინა ეზუგბაია – მედიცინის დოქტორი, ინფექციონისტი მარინა ეზუგბაია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის კლინიკური დირექტორია. კლინიკაში არსებული ვითარების შესახებ მისი დილის ბრიფინგების ყურება ქართელი მაყურებლის ერთ–ერთი მუდმივი საქმიანობა გახდა. მარინა ეზუგბაიას ტელეგამოსვლების დროს მისი ღიმილისას მაყურებელი წინასწარ ხვდება, რომ ექიმს სასიხარული ინფორმაცია აქვს გასამჟღავნებელი…
მარინა ენდელაძე – ცნობილი ინფექციონისტი, ინფექციური პათოლოგიიისა და შიდსის ცენტრის პირველი ბოქსირებული განყოფილების გამგე. მაყურებელს თავი კვალიფიციური და საინტერესო, ამომწურავი ტელეგამოსვლებით დაამახსოვრა თავი. გარდა ამისა, ხშირად აღიშნავენ იმასაც, რომ მიუხედავად მძიმე სამუშაო გრაფიკისა, მარინა ენდელაძე ყოველთვის კარგად გამოიყურება.
ლევან რატიანი – თსსუ–ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი ლევან რატიანი ერთ–ერთი ის სპიკერია, რომელმაც ქართველ საზოგადოებას თავისი ტელეგამოსვლებით თავი შეაყვარა. მისი გამონათქვამების გამო სოციალურ ქსელში სპეციალური ღონისძიებაც კი შეიქმნა, სადაც ლევან რატიანის სახალხო დაჩქმეტას აანონსებდნენ, რომელიც მოგვიანებით ნიკა გვარამიამ შეასრულა თავის ტელეეთერში და მიწვეულ ექიმს ლოყები დაუჩქმიტა.
ლევან გოფოძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. კიდევ ერთი ექიმი, რომელიც შეიძლება ითქვას, ახლოს გავიცანით კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ლევან გოფოძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.
1983–1984წწ. მუშაობდა რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის ურგენტული ქირურგიის პრობლემატურ საკითხებზე.
მაკა სოლოღაშვილი –ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთბალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ექიმი. ის შედის ქართველ ექიმთა ათეულში, რომელსაც ასევე ყოველდღიურად ვხედავთ ტელეეკრანებზე. მაკა სოლოღაშვილი ჟურნალისტებს მუდმივად აწვდის ახალ ინფორმაციას მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.