LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულის საბურავები გაიაფდა: „თეგეტა მოტორსში“ ფასი 59 ლარიდან იწყება

388

„თეგეტა მოტორსი“ ერთგულ მომხმარებელს საგაზაფხულო აქციას სთავაზობს სახელწოდებით „იზრუნე ავტომობილზე #გაიმარტივემგზავრობა“.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში მომხმარებელი შეძლებს, შეიძინოს ზაფხულის საბურავები 59 ლარიდან, ისარგებლოს უფასო მონტაჟი-ბალანსირების სერვისით და დაიბრუნოს 30%-მდე გარანტირებული თანხა ქულების სახით „თეგეტა ქარდზე“. შეთავაზება მოქმედებს როგორც ნაღდი ანგარიშსწორების, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენისას. მათივე ინფორმაციით, აქციის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 4 დღე.

”იმისათვის რომ არ დავაზიანოთ ზამთრის სეზონისათვის განკუთვნილი საბურავი, აუცილებელია მისი დროული შეცვლა ზაფხულის საბურავით. როდესაც ტემპერატურა +7 გრადუსს აღემატება, რეკომენდირებულია ზაფხულის სეზონისათვის განკუთვნილი საბურავის გამოყენება თქვენი უსაფრთხო გადაადგილებისთვის. არასეზონური საბურავის გამოყენებისას იგი ვერ უზრუნველყოფს ავტომობილის დროულ დამუხრუჭებას, რაც ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს. ასევე მცირდება მისი ექსპლუატაციის ვადა. სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ საუკეთესო ფასს ზაფხულის საბურავებზე და თქვენი კუთვნილი ზამთრის საბურავების შენახვის სერვისს, რაც გულისხმობს არასეზონური საბურავების შენახვას ყველა სტანდარტის დაცვით მომდევნო სეზონამდე”, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები