LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

66
e1e08fcae8448ceef00a2defae9e7855-XL

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეის მონაცემებით სულ 60 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 46 კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ადმინისტრაცია საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში 3, ხოლო დანარჩენი პაციენტები თერაპიული მიმართულებით განაგრძობენ მკურნალობას. საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

“13 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 60 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 46 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 3 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 46 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი” – წერია კლინიკის ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები