Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
83 წლის პაციენტი, რომელსაც გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს, რეანიმაციაში რჩება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

83 წლის პაციენტი, რომელსაც გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს, რეანიმაციაში რჩება

147
811493ea3b881c4e4c53

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს, გაუმჯობესდა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ასაკოვან ინფიცირებულთან მკურნალობის სხვა მეთოდი არაეფექტიანი გამოდგა. მისი თქმით, 83 წლის ქალბატობს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმდები დაავადებები აწუხებს და ის ამ დროისათვის ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ცერცვაძემ ამის შესახემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

„2 დღის წინ ჩვენ განვახორციელეთ მძიმე პაციენტზე ასეთი პლაზმის პირველი გადასხმა. 83 წლის ქალბატონთან მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტიანი გამოდგა. ამ მომენტისთვის პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯერ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ყველაზე მძიმე წუთები, ვფიქრობ, უკან არის და ჩვენ იმედის თვალით ვუყურებთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

“არ მინდოდა ჯერ მეთქვა, მაგრამ გეტყვით: დიახ, ერთხელ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გამოვიყენეთ” – თენგიზ ცერცვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები